Blog Archives

ევთანაზია- “სიკვდილი ტკივილის გარეშე”

ჩემი დგევანდელი სტატია ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესოა, დღეს მინდა ვისაუბრო ევთანაზიის შესახებ, თქვენ პოსტში შეიტყობთ თუ რა არის ეს და გექნებათ საშუალება კომენტარებში გამოთქვათ თვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, დაეთანხმოთ ან უარყოთ ევთანიზიის ფაქტი და მისი არსებობა და დანერგვა საქართველოში.

eut (ბერძ)-ტკბილი, უშფოთველი, thanatos- სიკვდილი.
06e69623bbc0

ევთანაზია ნიშნავს მშვიდ და უმტკივნეულო სიკვდილს. უფრო კონკრეტულად კი ევთანაზია ნიშნავს სასიკვდილო სენით დაავადებული, ავადმყოფობის უკანასკნელ სტადიაზე მყოფი პაციენტებისათვის სიცოცხლის განზრახ მოსწრაფებას, ავადმყოფობით გამოწვეული ძლიერი ტკივილებისა და ტანჯვისგან განთავისუფლების მიზნით. ეს მიღწევა მედპერსონალს ან სხვა დაინტერესებული პირის (ნათესავი) მიერ ხორციელდება. მაგალითად ნარკოტიკების მაღალი დოზის ინექციით ან სუნთქვის ხელოვნური აპარატის გათიშვით. ევთანაზიის ორი სახე არსებობს : პასიური და აქტიური. აქტიური ევთანაზიის დროს, უკურნებადი დაავადების ტერმინალურ სტადიაზე მყოფი ავადმყოფის მიმართ გამოიყენება ისეთი პრეპარატი, რომელიც აჩქარებს სიკვდილს, პასიური ევთანაზიის დროს კი წყდება დამხმარე თერაპია.

Read the rest of this entry